­

KingFisher™ Duo Prime

 

ნუკლეინის მჟავების და ცილების ავტომატური ექსტრაქციის სისტემა - KingFisher™ Duo Prime - თანამედროვე, კომპაქტური აპარატია, რომელიც გვთავაზობს დნმ/რნმ-ის ექტრაქციის იდეალურ პირობებს.

მაქსიმალური გამოსავლიანობა და მიღებული ნიმუშის სისუფთავის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს PCR-ის პროცესის სწორად წარმართვას.

აპარატის მთავარ უპირატესობაა ექსტრაქციის პროცესში გაშვებული 12 ნიმუშის პარალელურად, მომდევნო 12 ნიმუშის მომზადება ექსტრაქციისთვის უშუალოდ აპარატშივე. 12 ნიმუშის საექსტრაქციო დრო წარმოადგენს 20-25 წთ-ს.

მახასიათებლები:

დნმ-ის, რნმ-ის და ცილების გამოყოფა სხვადასხვა ტიპის საწყისი მასალიდან, მათ შორის ორგანიზმის სითხეები უჯრედების გარეშე, სისხლი, ბაქტერია, უჯრედული კულტურები, ქსოვილები და მცენარეული ნიმუშები, მოცულობა - 5 მლ-მდე; ავტომატიზებული მაგნიტური ბიდების ტექნოლოგია , რომელიც ინტეგრირებულია KingFisher -ის სისტემებში, საშუალებას იძლევა ნიმუშები დამუშავდეს მაქსიმალური წარმადობით და ეფექტურობით;

ინტეგრორებული UV ნათურა იძლევა დეკონტამინაციის მარტივ და ეფექტურ შესაძლებლობას. ბარკოდის მკითხველი, რომლის გამოყენება მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული, უზრუნველყოფს ნიმუშების კონტროლს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.

KingFisher-ის ოპტიმიზებული Pure DNA/RNA ექსტრაქციის ნაკრებები და შესაბამისი პროტოკოლები ხასიათდება სრული, მარტივად-გამოსაყენებელი მახასიათებლებით. ასევე შესაძლებელია  პროტოკოლების დიზაინი Thermo Scientific™ BindIt™ პროგრამის საშუალებით. აპარატზე ხელმისაწვდომია 8 ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩინური, იაპონური, რუსული და პორტუგალიური.

შესაძლებელია პროტოკოლების მოდიფიკაცია, ასევე მათი იმპორტი კომპიუტერიდან ან მეხსიერების ბარათიდან აპარაზე. ექსტრაქტორის პროგრამა საშუალებას იძლევა შევინახოთ ექსპერიმენტის ფაილები ინდივიდუალურად, რაც მათი კონტროლის და მონაცემთა მენეჯმენტის სრულ შესაძლებლობებს გულისხმობს.

მოქნილი, სწრაფი, მცირე ზომის სისტმა გვთავაზობს მრავალმხრივ გამოყენებას.